1983 წლის 6 მარტს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია "მოტოროლამ" გამოუშვა. მის დამზადებაზე 100 მლნ დოლარი დაიხარჯა. პირველი ტელეფონი 794 გ იწონიდა და 3.995 დოლარი ღირდა. ფიჭური ტელეფონების შექმნის იდეა პირველად 1946 წელს გაჩნდა. სატელეფონო კომპანიამ ტელეფონისა და რადიომიმღების "შეჯვარებით" პირველი გადასაადგილებელი ტელეფონი დაამზადა. მას ძირითადად, მძღოლები იყენებდნენ. 12 კგ-იანი აპარატი საბარგულში მონტაჟდებოდა, კაბელით მასზე მიერთებული ყურმილი - სალონში, ხოლო ანტენა - საბარგულზე. 1978 წელს ნიუ-იორკის 545 კლიენტს უკვე ჰქონდა ასეთი აპარატი, შემდეგ მობილური ტელეფონი სატარებლად უფრო მოსახერხებელი გახდა და 1990 წელს 11 მლნ ადამიანის ჰქონდა ფიჭური ტელეფონი (2007 წლის მონაცემებით, მობილურების მფლობელთა რიცხვი 2,15 მლრდ-მდე გაიზარდა).
დღეს მობილური ტელეფონით ვერავის გააკვირვებ. ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი PICE UNIQUE გამოიტანა. ოქროთი ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მლნ დოლარად შეიძინა.
No comments:
Post a Comment